''6 მაისის პარკის'' სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბათუმის საკრებულომ. პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელში სხდომის ჩანაწერის დამონტაჟებული ვიდეო - მასალა გავრცელდა. მათი თქმით, ის რომ პარკს აჭარის მთავრობის ერთ-ერთი ყოფილი მეთაურის სახელი ეწოდა არის დეზინფორმაცია.
15 თებერვალს საკრებულოს გადაწყვეტილებით, პარკს სახელწოდება მართლაც შეეცვალა და მას ''ბათუმის ცენტრალური პარკის სახელი'' ეწოდა. საკრებულოს ვებ-გვერდზე სხდომის ჩანაწერთან ერთად დაახლოებით 2 წუთიანი ჩანაწერიდან ამონარიდი ვიდეო - მასალაა გამოქვეყნებული, სადაც საკრებულოს წევრები პარკისთვის ასლან აბაშიძის სახელის მინიჭებაზე მსჯელობენ.