ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელების დამზადებისთვის მეწარმე პასუხისგებაში მიეცა

15 თებერვალი 2018, 00:00 2293 ნახვა

ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სუნელების დამზადებისთვის ერთი მეწარმე პასუხისგებაში მიეცა.  საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთ საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და საღებავებს, მათ შორის არასაკვები დანიშნულების აზო-საღებავს „სუდან 1“-ს, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი