გლდანის ციხეში  მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

14 თებერვალი 2018, 00:00 6354 ნახვა

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ გლდანის ციხეში მომხდარ ფაქტზე ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. მათი განცხადებით, დაჭრილი პატიმრის მდგომარეობა მძიმეა. სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა პატიმრის ოჯახის წევრს განუცხადა, რომ პატიმარი 10 თებერვალს გლდანის მე-8 დაწესებულების ერთ-ერთი საკნის საპირფარეშოში თანასაკნელებმა ყელგამოჭრილი ნახეს. ადგილზე ვერ იქნა ნანახი იარაღი, ამიტომ ოჯახის წევრებს სარწმუნოდ არ მიაჩნიათ თვითმკვლელობის ვერსია. გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ამჟამად პატიმარი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, მას გათიშული აქვს თავის ტვინი და თირკმელები“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში წერილობით გვიპასუხეს, რომელშიც განმარტებულია, რომ ,,მსჯავრდებულმა 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა, რომელსაც  ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება. მომხდარიდან 7 წუთში გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა. 2014 წლიდან კი პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში სამჯერ ჩაიდინა მსგავსი ქმედება.  მისი გამოკითხვის, შემდეგ კი დგინდებოდა, რომ ამგვარ საქციელს სულიერი აშლილობის ნიადაგზე ყოველგვარი საპროტესტო მოთხოვნების გარეშე მიმართავდა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს”-წერია განცხადებაში, რომელიც ,,მთავარს”  სამინისტრომ  მიაწოდა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი