უკრაინიდან გაძევებული "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვს.
" კიევში კაფეში ნიღბიანი მამაკაცები დამესხნენ თავს, გამიტაცეს, მემუქრებოდნენ და პოლონეთში კერძო თვითმფრინავით ჩამომიყვანეს. ამ აქციის უკან უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დგას. ამის შესახებ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა "ბილდს" განუცხადა. თუ ევროკავშირი და კონკრეტულად ანგელა მერკელი არაფერს მოიმოქმედებენ, მაშინ უკრაინა კრახს განიცდის. პოროშენკო ანადგურებს ამ ქვეყანას და ჩემი მოშორება სურს, რადგანაც მე კორუფციას ვამხელ-აცხადებს სააკაშვილი. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ უკრაინაში კანონიერი გზით დაბრუნდება. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში-ამბობს იგი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს კიევში რესტორან სულუგუნში სამართალდამცველებმა დააკავეს da სპეცრეისით პოლონეთში გაამგზავრეს. სააკაშვილი სწორედ იმ ქვეყანაში გაგზავნეს, სადაც უკრაინაში შესვლამდე იმყოფებოდა.