სტამბოლის ქართულ სავანეში დაცული მასალების პრეზენტაცია

12 თებერვალი 2018, 00:00 2870 ნახვა

სიმონ მდივნის დღიურები, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებასთან დაკავშირებული ჩანაწერები, მუსლიმან ქართველთა ლეგიონის ისტორიული წყაროები, ეს და სხვა ისტორიულ-დოკუმენტური ხელნაწერების დასურათებული ვარიანტი მკვლევარებმა აჭარაში ჩამოიტანეს. სტამბოლის ქართული სავანის ბიბლიოთეკასა და არქივში დაცული მასალები ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის კვლევართა ჯგუფმა საარქივოდ დაასურათა.

ექსპედიციის მონაწილეები თურქეთში ორჯერ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის სამეცნიერო- კვლევითი მიზნობრივი პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ.. ამ ეტაპზე მოპოვებული ხელნაწერების გაშიფრვა მიმდინარებს, დასრულების შემდეგ კი სტამბოლის ქართული სავანის ეპისტოლური და მემუარული მემკვიდრეობის მეორე ტომად გამოიცემა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი