დავით სერგეენკო: ''ბიუროკრატიის გამო მედიკამენტების პროგრამით მოსარგებლე რიცხვი მცირეა''

12 თებერვალი 2018, 00:00 2881 ნახვა

მედიკამენტებით სარგებლობის პროგრამის შესახებ დაისვა დღეს  ძირითადი შეკითხვები ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ჯანდაცვის მინისტრმა  გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და მიმდინარე წელს დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. საკომიტეტო მოსმენაზე დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა 2018 წლის პრიორიტეტებზე, რომელთა შორისაც მან  ერთ-ერთი მედიკამენტებით უზრუნველყოფა დაასახელა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნული პროგრამა მხოლოდ ფორმალობაა, რაც  მინისტრმა პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ხარვეზით  ახსნა.  ჯანდაცვის მინისტრმა დღესვე კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრა. საქმე ეხება ექიმის მიერ პაცინტისთვის საჭიროზე მეტი წამლის გამოწერის საკითხს, რაზეც დავით სერგეენკოს თქმით, მისი უწყება მუშაობს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი