ტურნირი ფარიკაობაში

01 ივლისი 2016, 00:00 3233 ნახვა

ბათუმის სასპორტო სკოლაში დღეს ფარიკაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ზაურ თავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეცხრე საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა. ჩემპიონატში, რომელიც უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს, ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები მონაწილეობენ. ტურნირზე მოწვეული იყვნენ რუსი მოფარიკავეებიც, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მათ ბათუმში ჩამოსვლა ვერ შეძლეს. შეჯიბრებები ფარიკაობის სხვადასხვა სახეობაში კიდევ 2 დღეს გაგრძელდება. ტურნირი 3 ივლისს, გამარჯვებულების დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიით დაიხურება.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში