თავდასხმა  დოდო  გუგეშაშვილის  ოჯახზე

08 თებერვალი 2018, 00:00 1759 ნახვა

ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც დოდო გუგეშაშვილია მოთავსებული, უსაფრთხოებას საავადმყოფოს დაცვის თანამშრომლებთან ერთად სამართალდამცავებიც იცავენ. დოდო გუგეშაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე რჩება. ნოდარ გუგეშაშვილის ცხედარი კი ბიძის სახლშია გადასვენებული. ახლობლები მომხდარის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. გუგეშაშვილს და მის შვილს, მათსავე საცხოვრებელ ბინაში გუშინ დილით თავს დაესხნენ. დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი