ისტორიისა და არქეოლოგიური მიმართულებით სტუდენტები ზაფხულში ხუთ ობიექტზე არქეოლოგიური გათხრების სამუშაოებში დასაქმდებიან. საუკეთესო ხუთ სტუდენტს დისციპლინისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით უმაღლესი სასწავლებლები წარადგენენ.
ორი თვის განმვლობაში სტუდენტები არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობას გონიო-აფსაროსის, ფიჭვნარისა და პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიებზე მიიღებენ. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტების წახალისებასა და სფეროს პოპულარიზაციას. პროექტის ღირებულება 85 ათასი ლარია.