“ევროკავშირის შეფასებით, საქართველოსთვის დასახული სამოქმედო გეგმის ყველა მიმართულებაში პოზიტიური შედეგი გვაქვს”-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ საბჭოს სხდომაზე ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოს მნიშვნელოვან როლს ენერგეტიკის მიმართულებით.