ფოთის თეატრში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა

06 თებერვალი 2018, 00:00 1948 ნახვა

ფოთის თეატრის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევისას ადგილზე არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად არავინ დაშავებულა.  ჭერიდან ჩამოვარდნილი ფრაგმენტი დილით თანამშრომელმა იპოვა. ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული თეატრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შენობა  წლებია ავარიულია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.  თეატრის ადმინისტრაციამ  დახმარებისთვის უკვე მიმართა კულტურის სამინისტროს.  

ხელმძღვანელობა სპექტაკლისა და ყველა სახის ღონისძიების დროებით შეჩერებას ითხოვს. დღესვე ფოთის თეატრში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ფოთის მერიაში პირობას დებენ, რომ პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობენ. ფოთის  თეატრის ახალი შენობის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა. ჯამში 11 მილიონი ლარი დაიხარჯა, აქედან 7 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაა, 4 მილიონი კი ადგილობრივიდან

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი