პედაგოგის პროფესიაში შესვლის ახალი გზა - ხუთწლიანი საუნივერსიტეტო პროგრამა

06 თებერვალი 2018, 00:00 5097 ნახვა

პედაგოგიურზე სწავლა ხუთწლიანი ხდება. დაინტერესებულ აბიტურიენტებს და შემდგომში სტუდენტებს, ბაკალავრიატის საფეხურის დასრულების შემდეგ, დამატებით პროფესიაში შესვლისთვის აუცილებელი კურსების გავლა აღარ მოუწევთ.

დიპლომები მაგისტრის იქნება და ისინი სკოლებში მუშაობას პირდაპირ უფროსი მასწავლებლის სტატუსით შეძლებენ. შესაბამისად მიიღებენ ხელფასზე დანამატსაც. ახალი სტანდარტის დამტკიცების მთავარი მიზანი, აბიტურიენტების დაინტერესება და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ ეტაპზე ცვლილება მხოლოდ დაწყებითი განათლების კურსს ეხება, სამომავლოდ კი 5 წლიან სწავლებაზე გადასვლა დაგეგმილია ფიზიკის, მათემატიკის, უცხო-ენების, ფილოლოგიისა და მოკლედ ყველა იმ სპეციალობისთვის, რომლის კურსდამთავრებულებიც პოტენციური პედაგოგები არიან. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული მიმართულებაზე პედაგოგიკაზე სწავლა, სავარაუდოდ ისევ უფასო იქნება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში