საკანონმდებლო პაკეტი მანდატურის სამსახურის რეფორმირების შესახებ

05 თებერვალი 2018, 00:00 2137 ნახვა

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები იგეგმება. პროექტის განხილვას საქართველოს პარლამენტი, განათლების კომიტეტში ხვალვე დაიწყებს. ცვლილებები შეეხება მანდატურის სამსახურსა და სკოლებში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფას.  


სავალდებულო ხდება სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეო კამერების დამონტაჟება. მანდატურს უფლება ექნება, საჭიროების შემთხვევაში მოზარდი შეაყოვნოს და სამართალდარღვევის შემთხვევაში ინფორმაცია მშობელს მიაწოდოს. მკაცრდება სკოლის გარე-პერიმეტრზე პატრულირების საკითხიც.

ცვლილებები ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებითაა განპირობებული, მას განათლების ექსპერტების ნაწილი დადებითად აფასებს, ნაწილი კი, ფიქრობს, რომ ერთიანმა მიდგომამ შესაძლოა არ გაამართლოს, ასევე ფიქრობენ, რომ პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკებიც უნდა ჩაერთონ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი