ქობულეთის მუნიციპალიტეტის აუდიტი - დარღვევები და რეკომენდაციები

05 თებერვალი 2018, 00:00 2747 ნახვა

ხარვეზები, არასათანადო დამოკიდებულება და არაეკონომიური ხარჯვა – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2 დღის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობის ორი წლის წინანდელი ფინანსური შემოწმების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი გამოცხადებულ ტენდერებს, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გაწეულ ხარჯებს და დეპუტატების საქმიანობას ეხება.

გამოვლენილი გარემოებებით ირკვევა, რომ მაგალითად 2016 წელს, სანდასუფთავების სამსახურის უფროსმა 3 ტონით მეტი საწვავი დახარჯა, ვიდრე საბუღალტრო აღრიცხვებში იყო მითითებული. საუბარია შესყიდვების დროს, კომპანიებისთვის არაობიექტურად მინიჭებულ  დისკვალიფიკაციაზე, რის გამოც ბიუჯეტიდან დამატებითი თანხა დაიხარჯა.

მიუთითებენ ასევე, საბიუჯეტო რესურსის არაეკონომიურ ხარჯვაზე და დაგეგმვისას გამოვლენილ ხარვეზებზე. აუდიტი აღნიშნავს, რომ გამგეობის არასათანადო დამოკიდებულების გამო მუნიციპალიტეტი არ იყენებდა და არ ზრუნავდა ხელშეკრულების შეუსრულებლობის დროს, გარანტიით დაკისრებული თანხის ამოღებაზე, რის გამოც დაკარგა დაახლოებით 300 ათასი ლარი.

რაც შეეხება პირობების დარღვევის გამო კომპანიებისთვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს, უმრავლეს შემთხვევაში საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი