შუახევში ხიდების აღდგენა დაიწყო

01 ივლისი 2016, 00:00 3545 ნახვა

შუახევში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების აღდგენა დილიდან დაიწყო, სამუშაოებს ადგილობრივებთან ერთად ჰესის მშენებელი კომპანიის "აჭარის წყალ ჯორჯიას" წარმომადგენლები ახორციელებენ. სტიქიიდან მესამე დღეს მხოლოდ ერთი ხიდია აღდგენილი სოფელ დროს მიმართულებით. ამ დროისთვის 400-მდე ოჯახი საცალფეხო ბილიკებით და შემოვლითი გზით გადაადგილდებიან. ევაკუირებული 10-მდე ოჯახი საცხოვრებელ სახლებს გუშინ დაუბრუნდა და აღდგენილია ელექტროენერგიაც. სტიქის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებს ამ დრომდე გეოლოგები სწავლობენ. მუნიციპალიტეტში სტიქიის შემსწავლელი კომისიის მიერ ზარალის დათვლა მიმდინარეობს. თუ რა რაოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ მუნიციპალიტეტს დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი