თურქეთის 2 და უზბეკეთის 4 მოქალაქე დააკავა პოლიციამ  საზღვრის  უკანონოდ   კვეთის გამო

03 თებერვალი 2018, 00:00 1738 ნახვა

თურქეთის 2 და უზბეკეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქე დააკავა პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი