საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას სთავაზობს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებები „ამნისტიის შესახებ“ 2012 წელს მიღებულ კანონს დაეფუძნოს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები სისტემიდან დაითხოვონ. გიორგი მარგველაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, საკითხთან დაკავსირებით, გაერო-ს სპეციალური მომხსენებლები და სხვა საერთაშორისო სფეროს ექსპერტები საქართველოში მოიწვიონ.