საქართველოში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული 45 ათასი ადამიანიდან 98% განიკურნა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, სკრინინგი ჩაიტარა მილიონ 400 ათასმა მოსახლემ, მათგან ზოგიერთმა ორჯერ.
რაც შეეხება პაციენტებს, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვთ ჩატარებული სკრინინგი, მათი რიცხვი 900 ათასს შეადგენს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, გამოკვლევა გაიკეთოს და ცე ჰეპატიტთან დაკავშირებით თავისი სტატუსი დაადგინოს.