ამირან გამყრელიძე: ''აჭარაში წითელას ეპიდაფეთქებაა''

30 იანვარი 2018, 00:00 2884 ნახვა

ეპიდემიური აფეთქება აჭარაში – რეგიონში წითელას მწვავე ვირუსული ინფექციით დაავადების შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია. დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა, პირდაპირ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დაავადების თავიდან ასარიდებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.


მხოლოდ იანვარში აჭარაში 86 ფაქტი დაფიქსირდა, მაშინ როცა წლიურად საშუალოდ 3-5 შემთხვევა აღირიცხება.  2 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში, დანარჩენი შემთხვევები კი არ საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას.

სტატისტიკურად დაავადება ყველაზე მეტჯერ 5 წლამდე ბავშვებში გამოვლინდა, რაოდენობით შემდეგი 30 წლამდე ასაკის მოქალაქეები არიან.  
 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი შეხვდა ცოტა ხნის წინ ბათუმის 27 სკოლის ექთნებსა და სხვა წარმომადგენლებს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი