მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

30 იანვარი 2018, 00:00 2651 ნახვა

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. არსებული ინფორმაციით, დაშავდა 11 ადამიანი. თვითმხილველების თქმით, მეტროში  ე.წ. შეკიდული ჭერი  ბაქანზე მდგომ მოქალაქეებს დაეცა.

მეტროსადგური „ვარკეთილი“ გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო ბრიგადები. თბილისის მერის განცხადებით, სიტუაციას შეისწავლიან და დამნაშავე უმაკაცრესად დაისჯება.

კახი კალაძე ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა. მდგომარეობას სწავლობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია გასული წლის სექტემბერში დასრულდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი