ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმის ბულვარში. უკვე განახლდა და მოეწყო საბავშო ატრაქციონები, ასევე გამოცვალეს სავარჯიშო ტრენაჟორები.
დაგეგმილია რამდენიმე ადგილზე ფილების განახლება, მათ შორის საზაფხულო თეატრის მიმდებარედ, აქ ის ფილებია დაზიანებული, რომელიც სხვათაშორის 2014 წელს დააგეს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე შადრევნებს. ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, რომ ძირითადი აქცენტი წელს ახალ ბულვარზე იქნება გადატანილი.