აჭარის საგზაო დეპარტამენტმა ხულოს მერიას მაღალი გამავლობის ფორდის მარკის პიკაპის ტიპის ავტომობილი საკუთრებაში გადასცა. მერიაში ამბობენ, რომ ავტომობილით მერის ის მოადგილე ისარგებლებს, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს აკონტროლებს.
ავტომობილის შესაძენად აჭარის საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 49 ათას 400 ლარი დაიხარჯა.