საცხოვრებლის  პროგრამა - 40  განცხადებიდან  9  დააკმაყოფილეს

26 იანვარი 2018, 00:00 3873 ნახვა

100 ათასი ლარი “უსახლკარო და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის საცხოვრისის შესაძენად“ - შუახევის მერია უკვე მესამე წელია ახორციელებს ამ პროგრამას. უნდა აღინიშნოს რომ წელს ყველაზე მცირე ფინანსური რესურსია გამოყოფილი. მერიას დახმარებისთვის 40-მა ოჯახმა მიმართა, თანხა კი, როგორც ადგილობრივ მთავრობაში გვეუბნებიან, დაახლოებით 9 ოჯახისთვისაა საკმარისი.

2016-17 წლებში მაშინდელმა გამგეობამ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დახმარება სულ 20 ოჯახს გაუწია, ჯამური თანხა 240 ათასი ლარი იყო. პროგრამა მხოლოდ სახლის შეძენას არ ეხება და საჭიროების შემთხვევაში საცხოვრისის გადატანასაც ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი