ირაკლი კობახიძის განცხადებას პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. ფიქრია ჩიხრაძემ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას უარგუმენტო და უპასუხისმგებლო უწოდა. მისი თქმით, მმართველი გუნდის ინტერესებში უნდა შედიოდეს რომ ქვეყანაში დაბალანსებული მედია გარემო იყოს.