გახსნილი  დანაშაულები – ბრიფინგი  შსს-ში

26 იანვარი 2018, 00:00 2847 ნახვა

ბოლო დროს  მომხდარ  კრიმინალურ ფაქტებსა და გახსნილ საქმეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, რომ ქურდობის ფაქტზე ბათუმში სულ სამი პირია დაკავებული. ასევე  ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, ბოლო 1 თვეში ასევე ბათუმში ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცნობით, ბოლო პერიოდში ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც შესაძლებელია დანაშაულის ჩადენის იარაღი გამხდარიყო.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მამუკა ჭელიძის განცხადებით,  სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს. აღნიშნული პირები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ. სამართალდამცველებმა აჭარაში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და თბილისში ამოიღეს 1 ავტომატი, 1 მცირე კალიბრიანი შაშხანა, 7 პისტოლეტი, 125 საბრძოლო ვაზნა, 5 მჭიდი და სხვა სახის იარაღი.

თითოეულ საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ლაგოდეხში, რუსთავში, ხაშურში, ნინოწმინდაში, ასპინძაში, ახალციხეში, ადიგენში და ახალქალაქში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი