''თავისუფალი დემოკრატების'' ინიციატივა

30 ივნისი 2016, 00:00 4856 ნახვა

თავისუფალი დემოკრატები 6 შვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბინების გადაცემას მოითხოვენ. ინიციატივა მათ ბათუმის საკრებულოს ჯერ კიდევ გასულ სხდომაზე დააყენეს, თუმცა საკითხი ჩავარდა, არგუმენტად კი მერიის საბინაო ფონდის შესახებ ინფორმაციის არქონა დასახელდა. კობა ჩხეიძე აცხადებს, რომ აღნიშნული მონაცემები მან უკვე მოიძია და გაარკვია, რომ მერიას ამ ეტაპზე საბინაო ფონდში 35 ბინა აქვს- ჯამში 3 ათას 52 კვადრატული მეტრი ფართობი. თავისუფალი დემოკრატები აცხადებენ, რომ ამ მონაცემის გათვალისწინებით საკრებულო ვალდებულია საკითხი განიხილოს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში