ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული კლინიკა „მედინაში“ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
თავდამსხმელს სამართალდამცველები ეძებენ. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება და კონფლიქტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო.