ყოფილი 25-ე სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა დღეს უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდების მოთხოვნით აქცია გამართეს. ბატალიონის ტერიტორიაზე მაცხოვრებლები ასევე ითხოვენ, რომ იმ შემთხვევაში თუ „ენერგო პრო ჯორჯია“ ადგილზე ქვესადგურის მშენებლობას დაიწყებს და მათ ტერიტორიის დაცლა მოუწევთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები გამოუყონ.
კომპანიაში სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ზუსტი თარიღი თუ როდის დაიწყება ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე ქვესადგურის მშენებლობა ჯერ - ჯერობით უცნობია, მათივე განმარტებით, კომპანიას ადგილზე მცხოვრებლებისთვის ტერიტორიის დაცლა არ უთხოვია. რაც შეეხება გამრიცხველიანებას, ენერგო პრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის არ ქონის გამო კომპანია მათ მოთხოვნას ვერ შეასრულებს.