ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში- პირველი საჯარო განხილვა ხულოში გაიმართება

21 იანვარი 2018, 00:00 2173 ნახვა

ხვალ ხულოდან დაიწყება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საჯარო განხილვა. 12-წევრიანი საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში კვოტები უმაღლეს საბჭოში შემავალი პოლიტიკური ძალების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრა. უმაღლესი საბჭოს 14 წევრის ხელმოწერით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვები ხულოს შემდეგ, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურში და ქობულეთში გაიმართება.

ბათუმში, კი კომისიის გადაწყვეტილებით, კანონის პროექტის საჯარო განხილვა 27-28-29-30 იანვარს დაიგეგმა. 31 იანვარს კი, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება. ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი კანონის პროექტი 19 აპრილამდე სამი მოსმენით უნდა დამტკიცდეს. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ  2008 წლის რედაქციაში ძირეული შინაარსობრივი ცვლილებები შედის, რასაც არ  ეთანხმება ოპოზიცია.  ისინი მიიჩნევენ, რომ  კორექტივები ძირითადად  ტექნიკური  ხასიათისაა და   დოკუმენტში  ბევრი არაფერი იცვლება.   კონსტიტუციის პროექტის  საჯარო განხილვების  მნიშვნელობას და  მოქალაქეთა ჩართულობაზე  ისაუბრა   ”მთავარი აჭარაში” პირდაპირ ეთერში  კონსტიტუციონალისტმა თენგიზ თევზაძემ,   რომელიც საკონსტიტუციო კომისიის წევრია.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი