ბათუმის ინფექციური საავადმყოფო, რომლის ერთი ფლიგელი 10 თვის წინ გარემონტდა და სრულად აღიჭურვა აპარატურით, ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს. ამის ერთ-ერთ მიზეზად თანამედროვე აპარატურასთან მუშაობის გამოცდილების არქონა სახელდება.
სამედიცინო დაწესებულების სრული რეკონსტრუქცია თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ უზრუნველყო.