სტიქია და მისი შედეგები ქედაში

29 ივნისი 2016, 00:00 3623 ნახვა

ცოტა ხნის წინ დასრულდა საგანგეო შტაბის შეხვედრა ქედაში  და ცნობილია მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა.  პირველადი მონაცემებით, ეს თანხა დაახლოებით  400 000 ლარს შეადგენს. აღირიცხა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული დაზიანებული ინფრასტრუქტურა: ხელოვნური ნაგებობები, ხიდები, საყრდენი კედლები და ა.შ. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის 4 მთას. მძიმე ტექნიკა მუშაობს სოფელ ნამონასტრევში კალაპოტის შესაცვლელად და მეორე მხარეს დარჩენილი პირუტყვის გამოსაყვანად. რადგან ორცვის წყალსადენი სარეზერვო მაგისტრალია,  წყალმომარაგება დაბის მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. სოფელ გეგელიძეებისა და წონიარისის საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები კი ხვალ დილიდან დაიწყება. ქედაში სიტუაცია ამ დროისთვის სტაბილურია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში