ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ თეატრში, სულხან-საბას იგავების მიხედვით დადგმული სპექტაკლის "სიმართლე - სიბრძნე სიცრუისა" პრემიერა შედგა.
მასზე თეატრის დასი თითქმის ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, შეიქმნა ახალი კოსტიუმები და სამხატვრო გაფორმება.