სულხან-საბას იგავების მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ თეატრში.
სპექტაკლზე "სიმართლე - სიბრძნე სიცრუისა" თეატრის დასი თითქმის ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, შეიქმნა ახალი კოსტიუმები და სამხატვრო გაფორმება. პრემიერის ნახვა მაყურებელს დღეს 16:00 საათზე შეუძლია.