ქართული თეატრის დღე

14 იანვარი 2018, 00:00 1985 ნახვა

დღეს საქართველოში  ქართული თეატრის დღე აღინიშნება. მას 200 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. პირველი სპექტაკლი იმ დროისთვის ერთადერთ პროფესიულ თეატრში 1850 წლის 14 იანვარს  “გაყრა” დაიდგა.  აჭარაში მოქმედ თეატრებში მიმდინარე წელს სიახლეები იგეგმება. წელს უნდა დასრულდეს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრის რეაბილიტაცია. 

ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის ანდრო ენუქიძის განცხადებით, გათვალისწინებულია რამდენიმე ახალი სპექტაკლის დადგმა. სიახლეებს აანონსებს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ხულოს დრამატული  თეატრი  კი ტურიზმისთვის ხელშემწყობი მიზნით ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი