ესპანეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

13 იანვარი 2018, 00:00 2213 ნახვა

ესპანეთის პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისა და სახლების ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავა- ამის შესახებ ესპანური გამოცემა „ელ პაისი“ წერს. პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ ალიკანტეში მცხოვრები საქართველოს სამი მოქალაქე ცხოვრობდნენ. ისინი  ექვსი სახლის გაძარცვაში არის ეჭვმიტანილი.

მათ აქედან ორი სახლი ალიკანტეში, ხოლო ოთხი მადრიდში გაძარცვეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალის ნაწილი - ელექტრონული მოწყობილობები, საიუველირო ნაკეთობები, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები, დაზარალებულთა პერსონალური დოკუმენტები და სახლში შეღწევისთვის აუცილებელი ხელსაწყოები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება გრძელდება და როგორც სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი