კონკურსი და ბათუმელი მოსამართლეები

12 იანვარი 2018, 00:00 2411 ნახვა

ახალი მოსამართლე ჰყავს ბათუმის საქალაქო სასამართლოს – ირმა ტოგონიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსის გზით შეარჩია. იგი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში იმუშავებს. 11 იანვარს გამართულ მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობდა ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე, რომელიც იმავე პოზიციაზე, ანუ სისხლის სამართლის კოლეგიაში, უვადოდ დანიშნეს.

თბილისში გადავიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე. 52 საშტატო ერთეულიდან, ამჯერად 18 დარჩა ვაკანტური. შერჩეულ კანდიდატებს შორისაა ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი ივერი აბაშიძე, რომელიც სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარინა აბულაძე კი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.

ამავე კატეგორიაში