საკონსტიტუციო სასამართლოს ახალარჩეულმა მოსამართლე ევა გოცირიძემ ფიცი დადო

12 იანვარი 2018, 00:00 2809 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ფიცი დღეს ევა გოცირიძე დადო. 
ცერემონიას პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. 

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ეს თანამდებობა. ვიქნები იმ ფიცის ერთგული, რომელიც დღეს დავდე. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტილებისას კონსტიტუციით ვიხელმძღვანელებ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ  რაც შეიძლება ეფექტური გახდეს საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულება. მნიშვნელოვანია ასევე საერთო სასამართლოებთან თანამშრომლობა" - განაცხადა მოსამართლემ.

ევა გოცირიძე 10 წლის განმავლობაში შეასრულებს მოვალეობას. მან ლალი ფაფიაშვილი ჩაანაცვლა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 1 დეკემბერს 90 ხმით პარლამენტმა აირჩია. მის კანიდიდატურას მხარს საპარლამენტო ოპოზიცია არ უჭერდა. 
 ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი