დღეს, 12 იანვარს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში „ბათუმი“ რიგით მე-15 შეხვედრას გამართავს.
ბათუმელები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებენ. ამ მომენტისთვის ორივე გუნდს 22-22 ქულა აქვს ჩემპიონატში, ისინი მესამე და მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.
"ბათუმის" საკალათბურთო გუნდი მოწინავე ოთხეულში ადგილის დასაკმკვიდრებლად იბრძვის.
შეხვედრა ბათუმის სასპორტო სკოლაში 18:30 საათზე დაიწყება.