საერთაშორისო საჭადრაკო ოლიმპადისთვის 23 მილიონი ლარი გამოიყო

09 იანვარი 2018, 00:00 2363 ნახვა

წელს ბათუმი მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საორგანიზაციო საკითხების დაზუსტება უკვე დაწყებულია. შერჩეულია ერთი შენობა, ეს არის სპორტის სასახლე, რომელიც ყინულის სახლის მიმდებარედ საქართველოს მთავრობის დაფინანსებით შენდება, მეორე კი 10 თვის ვადაში უნდა აშენდეს.

სტანდარტებს მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის წარმომადგენლები შეამოწმებენ. ბათუმის ოლიმპიადა რიგით 43-ე იქნება, 42-ს კი აზერბაიჯანმა უმასპინძლა. ბათუმმა უკვე უმასპინძლა არაერთ ჩემპიონატს, თუმცა ამ შემთხვევაში ქალაქს 170 ქვეყნის, ასობით მოჭადრაკე ეწვევა, რაც არამარტო ბათუმისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი