შს მინისტრი შობას საოკუპაციო ხაზთან შეხვდა

07 იანვარი 2018, 00:00 2333 ნახვა

შობის დღესასწაულს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი გახარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ფახულანის საგუშაგოზე იმყოფებოდა. მან საგუშაგოს თანამშრომლებს დღესასწაული მიულოცა.

გიორგი გახარია და მისი მოადგილეები შობის ღამეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულ ხურჩის და განმუხურის საგუშაგოებსაც ეწვივნენ. მათ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ქვეყნისათვის გაწეული შრომისა და სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი