შეთანხმება “ლეოგრანდის” მენეჯმენტსა და გარდაცვლილთა ოჯახებს შორის

06 იანვარი 2018, 00:00 8880 ნახვა

სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულების ოჯახების კომპენსაციების გადაცემაზე შეთანხმება შედგა. როგორც სასტუმროს ადვოკატი ამბობს 10 ოჯახთან მოლაპარაკებები გუშინ გაიმართა და ხელშეკრულებებიც გაფორმდა. თანხის გარდა, მენეჯმენტი ბავშვების განათლებისა და დასაქმების ვალდებულებასაც იღებს. კომპენსაციაზე მოლაპარაკები ჯერ არ დასრულებულა გარდაცვლილი ირანის მოქალაქის ოჯახთან.

შენობას ამ დრომდე სამართალდამცველები იცავენ, საქმეზე არაერთი პირი დაიკითხა, მათ შორის სასტუმროს მფლობელი. ცნობილია ის, რომ სასტუმრო სახელს შეიცვლის.  24 ნოემბერს სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად იქ მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ერთი ირანის ხოლო 10 საქართველოს მოქალაქეები იყვნენ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი