თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობაში ამერიკიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრეს.
პარალელურად პანკისის ხეობის ”უხუცესთა კავშირის გამგეობამ” განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მტკიცებულებებიდან გამომდინარე რთულია დასკვნის გაკეთება, რის გამოც საქმის სამართლებრივ გამოძიებას ელოდებიან და პროკურატურას საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებისკენ მოუწოდებენ.