ბათუმის მერიაში ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა რამდენიმე აიპის ხელმძღვანელს, თანამდებობიდან გათავისუფლებულთა უმრავლესობას მერიასთან პრეტენზიები აქვს. მერიაში კი ამ დრომდე განმარტებები არ კეთდება.
რატომ შეუჩერდა შრომითი ხელშეკრულება ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს უკვე ყოფილ ხელმძღვანელს? გიორგი ჩხეიძის თქმით, მას ბათუმის მერთან შეხვედრა ჰქონდა, თუმცა აუდიენციის დროს გათავისუფლების კონკრეტულ მიზეზებზე არ უსაუბრიათ.
სამსახურის ყოფილი უფროსი, კომპენსაციის დარიცხვას ითხოვს. ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დავა სასამართლოში გაგრძელდეს.