36 დაღუპული, 150 დაშავებული-ტერაქტი თურქეთში

29 ივნისი 2016, 00:00 3201 ნახვა

36 დაღუპული და 150-მდე დაშავებული_ასეთია  სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი სამი ტერაქტის შედეგი. 6 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს და მომხდარზე პასუხისმგებლობას ,,ისლამური სახელმწიფოს" სამხედროებს აკისრებს. ბინალი ილდირიმის თქმით, აეროპორტში საჰაერო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და საერთაშორისო რეისები ტერაქტებიდან რამდენიმე საათში განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო ფრენების ტერმინალში „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თავი აიფეთქა. სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი თბილისის დროით დღეს 17:00-მდე არ იმუშავებს.

ამავე კატეგორიაში