2017 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები

31 დეკემბერი 2017, 00:00 3501 ნახვა

დღეს საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართება ხულოში. მიზეზი კი ''ლეოგრანდის'' ტრაგედიაა. “ლეოგრანდის” ხანძრის დროს, დაკვამლიანების შედეგად გარდაცვლილებს შორის 4 სწორედ ხულოს მუნიციპალიტეტიდან იყო. ტრაგიკული მოვლენები განვითარდა წელს ტყიბულში, იქ 4 მეშახტე დაიღუპა. სკანდალური იყო წლის დასაწყისი ე.წ. ციანიდის საქმით. ციანიდის საქმიდან ზუსტად ერთ თვეში კი ყურადღების ცენტრში მოექცა ბათუმი – მასშტაბური არეულობითა და აქციით პოლიციის შენობასთან.

2017 საარჩევნო წელია, მოსახლეობამ თვითმმართველობები და მერები აირჩია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია გამოწვევა, რომლის წინაშეც ქვეყნის ხელისუფლება და მოქალაქეები წელს ყველაზე მწვავედ დადგნენ - ბავშვთა შორის ძალადობა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი