სპეცსამსახურებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა იმოქმედონ, ჩაატარონ კვალიფიციური გამოძიება და ამ კვალიფიციური გამოძიების ფარგლებში საზოგადოებას მიაწოდონ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ამოწურავს კითხვის ნიშნებს, - ეს პრეზიდენტის განცხადებაა პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.
გიორგი მარგველაშვილის თქმით სამსახურების მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეული ინფორმაცია ვერც დასაწყის და ვერც ბოლო ეტაპზე ვერ იქნება გამოტანილი სააშკარაოზე.