მახინჯაურსა და განთიადში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 7 ოჯახს შობა-ახალი წელი ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა გურანდა დოლიძემ მიულოცა.
განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ღლონტების, მგელაძეების, ლასტაკანიძეებისა და დოლიძეების ოჯახებს საახალწლო ნობათი: სურსათი, ფასიანი და ფულადი საჩუქრები გადასცა.