საახალწლოდ უქმე დღეებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკონსულო დეპარტამენტის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 29 დეკემბრის 18:00 საათიდან 3 იანვრის დილის 09:00 საათამდე 24 საათის განმავლობაში საკონსულო დეპარტამენტის ქოლ -ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: (+995) 595 88 38 12.