სპეცოპერაციისას დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

30 დეკემბერი 2017, 00:00 1996 ნახვა

კვლავ მძიმეა სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმის ინფორმაციით პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება, ზოგიერთი პარამეტრი კი გაუარესებულია.

თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. მას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთდა, რის შემდეგაც თბილისში გადაიყვანეს. პანკისის ხეობაში სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი