ომბუდსმენი : “შრომის უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა”

30 დეკემბერი 2017, 00:00 2208 ნახვა

სამუშაო ადგილებზე დაღუპვასა და დაშავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ საქართველოში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამუშაო ადგილებზე სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, რაც შრომის უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს. სახალხო დამცველის აზრით, მას შემდეგ, რაც 9 მაისს ტყიბულის მაღაროში 4 მუშა დაიღუპა, ხელისუფლებამ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების გატარებისა და ეფექტიანი მექანიზმის შექმნის მზაობა გამოთქვა.

მიმდინარე წლის 1 ივნისს შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში იყო ინიცირებული, თუმცა ინიცირებიდან 7 თვის თავზე კანონპროექტი მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული. პროცესების ასეთ რეჟიმში წარმართვა მიუთითებს, რომ შრომის უსაფრთხოება ჯერ კიდევ ვერ იქცა პრიორიტეტულ საკითხად ხელისუფლების დღის წესრიგში. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პრობლემის სიმწვავის გათვალისწინებით, პრიორიტეტულად განიხილოს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი და მიიღოს ეფექტიანი ზომები სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი